ჩვენს შესახებ

საერთაშორისო ვაჭრობა არის საქმიანობის ფართო სფერო და თანამედროვე ბიზნესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მასში ლოგისტიკის გამოყენება მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე ტვირთისა და მომსახურების შეუფერხებელ გადაადგილებას.

Hermes International Logistics LTD დაარსდა აშშ-ში 10 წლის წინ, 2017 -ში კი ჩვენი უკრაინული წარმომადგენლობა ოდესაში გაიხსნა. ასეთ მოკლე დროში ჩვენ მივაღწიეთ დიდ შედეგებს და დავიწყეთ თანამშრომლობა ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა USDA, CMA CGM, OOCL და ა.შ. ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის იღებენ ჩვენგან ყველაზე ეფექტურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს, რომელთა წყალობით,

შეხვედრების დროს, ისინი ხაზს უსვამენ ჩვენს უპირატესობებს - სწრაფ რეაგირების დროს, საიმედოობას და მოქნილობას.

ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება აშშ-დან მეორადი ავტომობილების ტრანსპორტირებაა. თითოეულ მომხმარებელს ჩვენ ვთავაზობთ მათ შერჩევას, შემოწმებას , შეძენას და შემდგომ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას.

ჩვენი კომპანია აგრეთვე ანხორციელებს სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და სხვა დანიშნულების სპეციალიზირებული ტექნიკის ტრანსპორტირებას. ლოგისტიკისა და მომსახურების სფეროში მიღებული გამოცდილების გამოყენებით, ჩვენი თანამშრობლები მომხმარებელთან გრძელ ვადიან და ხარისხიან ბიზნეს ურთიერთობას აყალიბებენ.

დღეს-დღეობით ჩვენ აღიარებული ვართ როგორც სწრაფად მზარდი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია , გადაზიდვების იდეალური პარტნიორი და აშშ-ში წამყვანი სატვირთო ბროკერი .

ჩვენი მიზანია მომხმარებელისთვის ვიყოთ სატრანსპორტო- ლოგისტიკური მომსახურების წამყვანი და ყველაზე ეფექტური

მომწოდებლები. ჩვენი ამერიკული წარმომადგენლობის ძირითადი სპეციალიზაცია:

  • საიმპორტო და საექსპორტო საბაჟო გაფორმება აშშ-სა და ევროპაში
  • პროდუქციის შეფასება და კლასიფიკაცია
  • აშშ-ში არსებული საიმპორტო და საექსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებული კონსულტაცია (ტექსტილი, ტანსაცმელი, USDA პროდუქცია, ლითონი და რკინა, ზეთი, კაკაო, რძე და ყველი)
  • მოსაკრებელისა და გადასახადების გადახდა და მათი დაბრუნება ან ანაზღაურება. 

უკრაინული წარმომადგენლობის სპეციალიზაცია (ქ. ოდესა) :

  • ავტომობილებისა და სხვა ტექნიკის სახმელეთო გადაზიდვა
  • უკრაინაში საიმპორტო და აშშ-ში საექსპორტო დოკუმენტების გაფორმება.
  • საზღვაო გადაზიდვები.

Hermes International Logistics LTD -ს ოდესის წარმომადგენლობა წარმატებით თანამშრომლობს მრავალ ამერიკელ პარტნიორთან , რაც საშუალებას იძლევა :

  • გავაკონტროლოთ აუქციონიდან ავტომობილების წამოყვანის პროცესი.
  • გვქონდეს მძღოლებთან და გადამზიდველებთან სადღეღამისო კავშირი , დროულად გავაფრთხილოთ მომხმარებელი ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნის შესაძლებლობაზე.
  • მოვახდინოთ პრობლემების დროული ანალიზი და მათზე რეაგირება.
  • გავაკონტროლოთ ავტომობილებისა და სხვა ტექნიკის ჩატვირთვის პროცესი და თავიდან ავიცილოთ მათი დაზიანება .